შვეიცარია ჩემპიონია!

თბილისის სპორტის სასახლეში, 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთის პირისპირ ორი დაუმარცხებელი გუნდი, სერბეთი და შვეიცარია წარსდგა. თამაში  პირველივე წამებიდან დაძაბული იყო. მეტოქეები მაღალ ტემპში თამაშობდნენ და ცდილობდნენ განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ დაცვისთვის.  თავიდან სერბები იყვნენ წინ, მაგრამ მათი უპირატესობა 1-2 გოლს არ აღემატებოდა.  რამდენიმე კარგი დარტყმა მოიგერია შვეიცარიელთა მეკარემ სორაია შალერმა.

მე-15 წუთისთვის სერბეთი იგებდა 10:8.
მე-19 წუთზე შვეიცარიამ გაათანაბრა, ხოლო ერთი წუთის შემდეგ წინაც გავიდა: 12:11. შემდეგ შვეიცარიელებმა კიდევ ორი გოლი შეაგდეს – 14:11. 25 წუთზე ისინი იგებდნენ 16:13, ხოლო პირველი ტაიმი დასრულდა 19:16.

მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე სხვააობა კვლავ სამქულიანი გახლდათ – 22:19., თუმცა ორი წუთის შემდეგ ანგარიში უკვე 22:21 გახლდათ. მე-10 წუთისთვის შვეიცარიელები 24:22-ს იგებდნენ.

მე-12 წუთზე სერბეთის ნაკრების ლიდერმა, მარცხენა ინსაიდმა ალექსანდრა კრსტიჩმა ანგარიში გაათანაბრა – 24:24, მაგრამ მეორე ტაიმის შუაწელს წინ კვლავ შვეიცარიის ნაკრები გახლდათ – 26:14.
მე-20 წუთზე შვეიცარია იგებდა 29:25.

მათ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა მარჯვენა ინსაიდმა მალინ ალთერმა.

საბოლოოდ შვეიცარიამ დამსახურებულად გაიმარჯვა 35:27 და 17 წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს სერბი ალექსანდრა კრსტიჩი და შვეიცარიელი მალინ ალთერი.

მარკო კრსტიჩი, სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: შვეიცარიის გუნდი ჩვენზე ძლიერი იყო. დღეს დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც სხვა შეხვედრებში. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა შედეგი გავაუმჯობესოთ.

იურგენ ფლაიშმანი, შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: პირველ ტაიმში დაცვაში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესები ვიყავით. ძალიან ვამაყობ.

მალინ ალთერი, მატჩის საუკეთესო მოთამაშე, შვეიცარია: ძალიან კარგი დაცვა ვითამაშეთ. თავიდან საქმე კარგად არ წაგვივიდა, მაგრამ შემდეგ თავი ხელში ავიყვანეთ. ბევრი გოლი გავიტანეთ პირისპირ. ახლა ზეიმის დროა!

 

Leave a Reply