ფარერები მეხუთე ადგილზეა, საქართველო – მეექვსეზე

17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე 5-6 ადგილებისთვის ერთმანეთს ფარერის კუნძულებისა და საქართველოს ნაკრები გუნდები შეხვდნენ. მატჩის პირველი 11 წუთი დაძაბული იყო. მეტოქეებმა ანგარიში ოთხჯერ გაათანაბრეს: 1:1; 2:2; 3:3; 4:4 მაგრამ ამის შემდეგ ფარერის კუნძულებმა უპირატესობა იგდეს ხელთ და პირველი ტაიმი მოიგეს 18:8.

შესაძლოა, საქართველოს ნაკრების ასეთი თამაშის მიზეზი მათი წინა დღის დრამატული თამაში იყო საბერძნეთის ნაკრებთან, რომელმაც დიდძალი ენერგია მოითხოვა.

მეორე ტაიმში ფარერის კუნძულებმა უპირატესობა შეინარჩუნა და მოიგო 30:16.

ფარერელთაგან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს გამთამაშებელი ნატაშა ჰამერი, ხოლო ქართველთაგან მეკარე დიანა ქარჩავა.

დიანა ქარჩავა, საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე: ძალიან დაძაბული თამაში იყო, გვქონდა მოგების შანსი. ჩვენმა გოგოებმა ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, მაგრამ დავუშვით შეცდომები. ვეცდებით რომ დღევანდელ თამაშში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, მომავალში უფრო და უფრო რთული თამაშები მოვიგოთ.

ჰანს ანდრიას მიდიორდი, ფარერის კუნძულების ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება, თუმცა ვფიქრობ უკრაინასა და საბერძნეთთან უკეთ თამაში შეგვეძლო. არადა, მათთან მხოლოდ ფრედ ვითამაშეთ. სხვა მხრივ, კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, რომ ორ წელიწადში უკეთ და უკეთ ვითამაშებთ, ნახევარფინალში გავალთ, იქნებ ფინალშიც გავიდეთ და თუ იქ გაგვიმართლებს, ჩემპიონები გავხდებით.

Leave a Reply