უკრაინამ ბრინჯაო მოიგო

თბილისის სპორტის სასახლეში, 17 წლამდე გოგონათა ევროპის  ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ლიეტუვისა და უკრაინის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. 

ანგარიში უკრაინამ გახსნა. ამის შემდეგ ინიციატივა ლიეტუვამ იგდო ხელთ და პირველი ტაიმის შუაში იგებდა 6:3-ს.
25-ე წუთზე უკრაინამ მეტოქის უპირატესობის ერთ გოლამდე შემცირება შეძლო: 8:9; 9:10. ამის შემდეგ მათ გაათანაბრეს კიდეც აანგარიში: 10:10; 11:11 და საბოლოოდ პირველი ტაიმი მოიგეს: 13:11.
იგრძნო რა აღმაფრენა უკრაინამ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და მეორე ტაიმის მე-7 წუთზე ანგარიში უკვე 18:12 იყო მათ სასარგებლოდ. ამ მომენტიდან მოყოლებული უკრაინელების გაჩერება შეუძლებელი გახდა და თამაში დასრულდა 30:22. უკრაინამ ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო ლიეტუვა მეოთხე ადგილზე გავიდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად უკრაინელთაგან დაასახელეს მარჯვენა გარემარბი დიანა დმიტრიშინი, ხოლო ლიეტუველთაგან მარჯვენა ინსაიდი მანტე ვოსკრესენსკაია.
მანტე ვოსკრესენსკაია, ლიეტუვის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე:  პირადად ჩემს თამაშს ვერ შევაფასებ, რადგან ეგოისტურად გამომივა.  ჩვენ გუნდი ვართ და დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. დღევანდელი შეხვედრა რთული იყო. გოლების გატანაც ჭირდა, რადგან მოწინააღმდეგეს ძლიერი მეკარე ჰყავდა.  პირველ ტაიმში დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მეეორე ტაიმში არ ვვარგოდით. ვფიქრობ, ამიტომაც დავმარცხდით.
დიანა დმიტრიშინნი, უკრაინის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე: პირადად ჩემი თამაშით ზოგი შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი, ზოგი შეხვედრის შემდეგ კი არა. მაგალითად, სერბეთთან თამაშის შემდეგ საკუთარი თავით უკმაყოფილო გახლდით, დღეს კი კმაყოფილი ვარ. დღეს, პირველი ტაიმი წავაგეთ, რადგან თითოეული ჩვენგანი რაღაც გაურკვეველს თამაშობდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო თავი ხელში ავიყვანეთ და დავამტკიცეთ, რაც შეგვიძლია.

Leave a Reply