საბერძნეთი მეშვიდეა, ფინეთი – მერვე

თბილისში, 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე, 7-8 ადგილებისთვის ერთმანეთს შეხვდნენ ფინეთი და საბერძნეთი.

ანგარიში ფინეთმა გახსნა. საბერძნეთმა მალევე გაათანაბრა და წინაც გავიდა. მე-7 წუთისთვის ანგარიში კვლავ თანაბარი იყო – 3:3, რის მერეც საბერძნეთმა უპირატესობა მოიპოვა, შეინარჩუნა და პირველი ტაიმი მოიგო 19:10.
შესვენების შემდეგ საბერძნეთმა უპირატესობა შეინარჩუნა და მოიგო: 35:17

ამდენად, შეჯიბრების საბოლოო ცხრილში საბერძნეთმა დაიკავა მე-7 ადგილი, ხოლო ფინეთმა მე-8.
ფინეთის ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს გამთამაშებელი ნეა ნოუსაინენი, ხოლო ბერძენთაგან ხაზის მოთამაშე გეთსემანი პაპადოპულო.

ხრისტოს ცუვარასი, საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი: ვფიქრობ, ჩემს გუნდს არ ეკუთვნოდა მე-7 ადგილზე გასვლა. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, შეჯიბრებამ გოგოებს ძალიან კარგი გამოცდილება შესძინა.

ნეა ნუსიაინენი, ფინეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე: თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო რთული გამოდგა. მეორე ტაიმს არა უშავდა. ყველა ღონე ვიხმარეთ. ვფიქრობ, ამ ჩემპიონატის მერე მრავალი წლის განმავლობაში გავყვები ხელბურთს.

Leave a Reply