
ფინალში შვეიცარია და სერბეთი შეხვდებიან
თბილისის სპორტის სასახლეში, 17 წლმდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში ერთმნეთს შეხვდნენ შვეიცარია და უკრააინა. ამ წყვილში გამარჯვებულს ფინალში სერბეთი ელოდა, ოლო დამარცხებულს, მესამე ადგილისთვის შევედრაში, ლიეტუვა.
თავიდან გუნდებს მთელი ხუთი წუთის განმავლობაში ვერ გაჰქონდათ გოლი, შემდეგ კი უკრაინელებმა ზედიზედ ორჯერ შეაგდეს. მე-12 წუთზე შვეიცარიამ პირველად გაათანაბრა ანგარიში – 3:3. შემდეგ იყო 4:4 მაგრამ უკრააინამ ყურადღება მოიკრიბა და კვლავ წინ გავიდა – 7:4. და მაინც, 25-ე წუთზე ანგარიში კვლავ გათანაბრდა – 8:8. ამას მოჰყვა 9:9. პირველი ტაიმი კი დასრულდა შვეიცარიის გამარჯვებით 11:9.
შესვენების შემდეგ შვეიცარია წინ გავიდა 15:12, მაგრამ მეე-12 წუთზე უკრაინამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – 15:15. შემდეგ იყო 16:16;18:18; 19:19; 20:20; 21:21 და სულ ბოლო წამებზე ისევ შვეიცარიამ იძალა: 22:21.
შვეიცარიის ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მეკარე სორაია შალერი, ხოლო უკრანის ნაკრებიდან მარჯვენა ინსაიდი დიანა დმიტრიშინი.
ლუბოვ ფედირენკო, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: თამაში ძალიან საინტერესო გამოვიდა, მაგრამ ჩვენ როგორც წესი საგოლე მომენტები ვერ გამოვვიყენეთ.
ლორა ინესი, შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი: დღეს ყოჩაღად ვერ დავიწყეთ, მაგრამ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით თუ როგორ დავიბრუნეთ ინიციატივა. ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ფინალისთვის მოვემზადოთ.