ფარერები მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე 5-8 ადგილებისთვის ბრძოლა ფარერის კუნძულებისა და ფინეთის ნაკრებების თამაშით დაიწყო.თავიდან უპირატესობა ფინელებმა იგდეს ხელთ, მაგრამ მე-10 წუთზე ფარერის კუნძულებმა ანგარიში გაქვითეს (5:5), შემდეგ კი წინ გავიდნენ – 6:5; 7:5; 8:5; 9:5. პირველი ტაიმის ანგარიში გახლდათ 19:11 კუნძულელთა სასარგებლოდ.

შესვენების შემდეგ ფარერის კუნძულებმა შეინარჩუნეს უპირატესობა და მეტოქე დაამარცხეს ანგარიშით 33:22. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ ფარერები ითამაშებს მე-5 ადგილისთვის, ხოლო ფინეთი მეშვიდე ადგილისთვის.

ფარერის კუნძულების ნაკრების საუკეთესო მოთამაშე გახდა მარცხენა გარემარბი ლეა მორტენსენ მორკი, ხოლო ფინელთაგან საუკეთესოდ დაასახელეს მარცხენა ინსაიდი ნეა ნოუსიაინენი.

ტომას მეკლინი, ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ამ ჩემპიონატში გაცილებით უკეთ შეგვეძლო გამოსსვლა. კმაყოფილი სრულებით არ ვარ. ყოველ შეხვედრაში გვქონდა 30 წუთი, რომელსაც კარგად ვატარებდით, მაგრამ ეს არ ითვლება. ჩვენ სრული სისწრაფით 60 წუთს უნდა ვთამაშობდეთ. სამწუხაროდ ასე თამაში ამ ტურნირის ვერც ერთ შეხვედრაში ვერ შევძელით. იმედი მაქვს რომ ხვალ გამოვავლენთ საუკეთესო თვისებებს.

ჰანს ანდრიას მიდიორდი, ფარერის კუნძულების ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ჩვენ ორი ფრე ვითამაშეთ, საბერძნეთთან და უკრაინასთან. ახლა ვარჯიშს განვაგრძობთ და კიდევ უფრო გავძლიერდებით. იმედი მაქვს, რომ ხვალ საბერძნეთს შევხვდებით და მოვუგებთ.

Leave a Reply