სერბეთი ფინალისტია
თბილისში, 17 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე, პირველ ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს სერბეთი და ლიეტუვა დაუპირისპირდნენ. სერბებმა თამაში ფავორიტის რანგში დაიწყეს და მე-14 წუთისთვის 6:5-ს იგებდნენ, მაგრამ ყოჩაღმა ლიეტუვამ გაქვითა და წინაც გავიდა. პირველი ტაიმი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, სერბეთი თავგამოდებით იბრძოდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო – 13:14.
შესვენების შემდეგ პირველი გოლი სერბეთმა გაიტანა და მას მერე გოლი გოლზე თამაში გახურდა, თუმცა მე-18 წუთისთვის სებებმა 5 ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – 25:20. ამის შემდეგ მათ თანდათანობით გააძლიერეს ზეწოლა და მოიგეს 32:26.
ამდენად, სერბეთი ფინალშია, ლიეტუვა კი მესამე ადგილისთვის ითამაშებს.
სერბეთის ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს გამთამაშებელი ტეოდორა ჯუკიჩი, ხოლო ლიეტუვის გუნდის საუკეთსო მოთამაშედ დაასახელეს მარცხენა გარემარბი დომინიკა ანდრონიკი.
ტეოდორა ჯუკიჩი, სერბეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე: ვფიქრრობ, ძალიან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ თამაშის ბოლოს გამოჩნდა, ვინ არის ნამდვილი გამარჯვებული. იმედი მაქვს, ფინალშიც ასე მოხდება.
დომინიკა ანდრონიკი, ლიეტუვის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე: რრთული თამაში გამოდგა. თავიდან მეტოქეს თანაბრად ვეთამაშეთ, მაგრამ შემდეგ შეტევა დავკარგეთ და წავაგეთ კიდეც შეხვედრა.