ბულგარეთი მეცხრეა, ლატვია – მეათე
თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა მატჩი 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის შეხვედრა 9-10 ადგილებისთვის. ბულგარეთი შეხვდა ლატვიას. ლატვიელები თავიდანვე დაწინაურდნენ, ბულგარელები კი უფრო დაღლილები ჩანდნენ. ამის მიუხედავად ბულგარელებმა 29-ე წუთზე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება – 13:13. ასე დამთავრდა კიდეც პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ ესტონელებმა ზედიზედ ორი გოლი შეაგდეს, მაგრამ ამან ბულგარეთი არ გატეხა და მეათე წუთისთვის ისინი უკვე 18:15-ს იგებდნენ. ამის შემდეგ, მეორე ტაიმის შუისთვის ანგარიში გახდა 23:18 ბულგარელთა სასარგებლოდ 33:24.
ბულგარელებმა ზეწოლა კვლავ გააძლიერეს და საბოლოოდ მოიგეს
ბულგარეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარჯვენა გარემარბი ვასილენა შომოვა, ხოლო ლატვიის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ – მარცხენა ინსაიდი პატრიცია პრუსე.
პატრიცია პრუსე, ლატვიის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე: ეს შეხვედრა ძალიან მომეწონა, რადგან პირადად მე კარგად ვითამაშე. ჩემმა თანაგუნდელებმაც ბოლომდე იბრძოლეს. ახლა კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ შეჯიბრებებში უკეთ გამოვიდეთ.
პეტია პანჩევა, ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი: პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში დაცვასა და შეტევაში ძალა მოვიკრიბეთ და გავიმარჯვეთ. დღეს გავიმარჯვეთ, მაგრამ მომავალში საკუთარი თამაშის დახვეწაზე უნდა ვიმუშაოთ.