შვეიცარია უკრაინას შეხვდება

პირველი ეტაპის ბოლო დღეს, 17 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფში ვითარება „ა“ ჯგუფთან შედარებით რთული იყო. ნახევარფინალში გასვლის შანსი სამ გუნდს ჰქონდა: ლიდერ შვეიცარიას, რომელსაც 6 ქულა ჰქონდა და 4-4 ქულიან საქართველოსა და ლიეტუვას.

შვეიცარიელთა და ქართველთა შეხვედრა შვეიცარიის ნაკრების წარმატებული შეტევებით დაიწყო. ტურნირის ფავორიტები დაცვაშიც კარგად თამაშობდნენ. პირველი ტაიმის შუაში ანგარიში იყო 10:3 შვეიცარიის ნაკრების სასარგებლოდ. პირველი ტაიმი დამთავრდა 17:9.

შესვენების შემდეგ შვეიცარიამ ზეწოლა განაგრძო, საბოლოოდ გაიმარჯვა 31:18 და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამდენად, 10 აგვისტოს, ნახევარფინალში, შვეიცარიელები უკრაინას შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრები 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბროლას.

შვეიცარიის ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარცხენა ინსაიდი სელია ჰაინზერი, ხოლო    საქართველოს ნაკრებიდან  გამთამაშებელი თამარ ბურკაძე.

სელია ჰაინზერი, შვეიცარიის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე: ჩვემი თამაშით ძალიან ვამაყობ. რთული შეხვედრა იყო. მეტოქე გუნდის მოთამაშეები ჩვენზე დაბლები იყვნენ და ამიტომაც დაგვიგროვდა ამდენი ორწუთიანი გაძევება.

თამარ ბურკაძე, საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე: თამაშს რაც შეეხება, ძლიერი გუნდი იყო ჩვენი მოწინააღმდეგე. ამისდა მიუხედავად გოგოებმა ყველანაერად ვეცადეთ ჩვენი მაქსიმუმი ჩაგვედო თამაშში, შედეგიც სახეზეა. თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ კარგი შედეგი ვაჩვენეთ. ვიბრძვოდით ბოლომდე.

 

Leave a Reply