უკრაინამ ნახევარფინალში გაიკაფა გზა

17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, „ა“ ჯგუფში უკრაინისა და ფარერის კუნძულების შეხვედრამ გადაწყვიტა ვინ გავიდოდა ნახევარფინალში. უკრაინას ჰქონდა 4 ქულა, ფარერებს – 3. შესაბამისად, ეს ორი გუნდი ჯგუფის ლიდერის, სერბეთის შემდეგ მესამე და მეოთხე ადგილებზე იმყოფებოდა.

თავიდან უკრაინამ უკეთ მომზადებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. აღმოსავლეთ ევროპელებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და პირველი ტაიმის შუაში იგებდნენ 9:4-ს. კუნძულელებმა, თავის მხრივ, მეტოქეს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველი ტაიმი დამთავრდა 15:13 უკრაინის სასარგებლოდ.

შესვენების შემდეგ ფარერის კუნძულებმა შეუპოვარი ბრძოლა განაგრძეს და 22-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – 23:23. შემდეგ იყო 24:24 და 25:25, რის მერეც წინ ფარერების გუნდი გავიდა – 26:25, მაგრამ უკრაინამ ძალები მოიკრიბა და თამაში დამთავრდა 26:26.

ფრე უკრაინელებს აძლევდა ხელს, ისინი ნახევარფინალში გავიდნენ.

ფარერრის კუნძულები განაგრძობენ ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის.

უკრაინელთა შორის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მეკარე ჰანა ჟომერი, ხოლო ფარერის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე გახლდათ გამთამაშებელი იანა მიტუნი.

ლუბოვ ფედდორენკო, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: თამაში ძალიან საინტერესო გამოვიდა, თუმცა მე პირადად მსაჯობასთან მაქვს შეკითხვები. ვამაყობ ჩემი გოგოებით, მათ დიდი საქმე გააკეთეს. ცოტა მეტი დრო გვჭირდებოდა. ხანდახან წამები წყვეტს ყველაფერს.

ჰანს ანდრიას მიდიორი, ფარერის კუნძულების ნაკრების მწვრთნელი: ჩვენ პირველი ტაიმი წავაგეთ. თამაში ცუდად დავიწყეთ, პირველი 10 წუთი არ ვარგოდა. სამაგიეროდ, ბოლო 20 წუთი ვითამაშეთ კარგად და ცოტა მეტი იღბალი რომ გვქონოდა, მოვიგებდით კიდეც.

Leave a Reply