![](https://w17ehf.geohandball.ge/wp-content/uploads/2019/08/qAv3R1-1.jpg)
ლიეტუვა სერბეთს შეხვდება
17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო თამაში გახლდათ ლიეტუვა ფინეთის წინააღმდეგ. „ბ“ ჯგუფის კონკურენტები მეორე ადგილისთვის იბრძოდნენ, რაც ნახევარფინალში „ა“ ჯგუფის გამარჯვებულ სერბეთთან შეხვედრის გარანტიას იძლეოდა.
ფინეთმა ძლიერად დაიწყო თამაში და წინაც გავიდა, მაგრამ მე-17 წუთზე ლიეტუვამ იძალა, მეტოქეს უპირატესობა გამოგლიჯა და პირველი ტააიმი მოიგო 14:11.
მეორე ტაიმის მე-5 წუთზე ფინეთმა ანგარიში გაათანაბრა (15:15), მაგრამ ლიეტუვამ მეტოქეს ინიციატივა არ დაუთმო და ზეწოლა გააძლიერა.
შედეგად ლიეტუვამ გაიმაჯვა 34:23.
ამრიგად, ნახევარფინალში ლიეტუვა სერბეთს ხვდება, ხოლო ფინეთი 5-7 ადგილებისთვის ითამაშებს ფარერის კუნძულებთან.
ლიეტუველთაგან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს გამთამაშებელი მარტინა უსტილაიტე, ხოლო ფინელთაგან მარცხენა ინსაიდი სარა სანდელინი.
მარტინა უსტილაიტე, ლიეტუვის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე: შეცდომები დავუშვით, მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა რომ კარგად ვითამაშეთ და ვაჩვენეთ რა შეგვიძლია. ვფიქრობ, დაცვასა და შეტევაზე კიდევ ბევრს ვიმუშავებთ და იმედი მაქვს, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწევთ.
ტომას მეკლინი, ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: დღეს ორივე გუნდმა ძალიან კარგი ხელბურთი ითამაშა. დაცვაში ორივე ძლიერი იყო. მეორე ტაიმში დაცვაში მეტოქემ გვაჯობა და ვფიქრობ, ჩვენს დამარცხებაში სწორედ ამან ითამაშა როლი. დღევანდელ თამაშში კარგიც დავინახე და ცუდიც.