იოლი თამაში
17 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის შეხვედრას სერბეთსა და ბულგარეთს შორის სატურნირო თვალსაზრისით აზრი არ ჰქონდა. სერბეთს ნახევარფინალში თამაში უკვე გარანტირებული ჰქონდა, ბულგარეთმა კი 9-10 ადგილებისთვის ლატვისთან უნდა ითამაშოს.
სერბეთმა აჯობა მეტოქეს და მოიგო 44:16.
სერბეთის ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარცხენა გარემარბი მილიცა პაპი, ხოლო ბულგარელთაგან საუკეთესო მარჯვენა გარემარბი ანიტა კოსტადინოვა იყო.
ანიტა კოსტადინოვა, საუკეთესო მოთამაშე, ბულგარეთი: წინა მატჩებთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ეს ამ თამაშშის მოსაგებად საკმარისი არ იყო.
მილიცა პაპი, საუკეთესო მოთამაშე, სერბეთი: ვინაიდან ჩვენ ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული გვქონდა, დღევანდელი თამაში ნახევარფინალის წინ შესანიშნავი მომზადება გამოვიდა. ჩვენ პირველივე წამებიდან კარგად ვითამაშეთ და მეტოქეს მოდუნების საშუალება არ მივეცით. ჩვენმა დაცვამ შესანიშნავად ითამაშა. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ფლეი-ოფში საუკეთესო შედეგის იმედად ვართ.
მარკო კრსტიჩი, სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: დღეს მართლა ძალიან კარგად ვითამაშეთ. ნახევარფინალისთვის მოვემზადეთ. ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯანმრთელების პრობლემები გვქონდა და მინდა მინდა დახმარებისთვის დიდ მადლობა გადავუხადო ეხფ-სა და საქართველოს ნაკრების ექიმებს. ახლა ჩვენ 100 პროცენტით მზად ვართ.