ფინეთი მეოთხეზეა

ფინეთსა და ლატვიას ერთმანეთთან 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფის შეხვედრის წინ 0 ქულა ჰქონდათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ მატჩი ფრიად მნიშვნელოვანი იყო – მას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი გააგრძეელებდა მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას. დამარცხებულისთვის გაირკვეოდა, რომ მას 9-10 ადგილისთვის ბულგარეთთან მოუხდება დაპირისპირება.

ფინეთმა იმთავითვე ხელთ იგდო ინიციატივა და პირველი ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნა ის: 20:12.

მეორე ტაიმში ლატვიამ ყველა ღონე იხმარა და შეამცირა კიდეც სხვაობა, მაგრამ გათანაბრება ერთხელაც ვერ შეძლო. შეხვედრა დასრულდა 29:27.

ლატვიის ნაკრებიდან საუკეთესოდ დაასახელეს ხაზის მოთამაშე ნიკა შტრელე, ხოლო ფინელთაგან გამთამაშებელი სარა სანდელინი.

სარა სანდელინი, საუკეთესო მოთამაშე, ფინეთი: ვფიქრობ, ჩვენს გუნდს უკეთ შეეზლო თამაში. ჩვენ ლატვიის ნაკრების ერთმა მოთამაშემ შეგვიქმნა პრობლემები. კარგი იყო, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ.

ნიკა შტრელე, საუკეთესო მოთამაშე, ლატვია: ვფიქტობ, კარგად ვითამაშეთ. ძალიან მოვინდომეთ რო მოგვეგო. თამაში ძალიან ემოციური გამოვიდა.

Leave a Reply