სერბეთი ნახევარფინალში გავიდა
17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის „ა“ ჯგუფში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უკრაინა და სერბეთი, ორი ლიდერი, რომელთაც ამ შეხვედრამდე ორი თამაშიდან 4-4 ქულა ჰქონდათ. ამდენად, მათ შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა შეჯიბრების პირველი ეტაპის ბოოლო ტურის წინ რომელი დამკვვიდრდებოდა პირველ ადგილზე.
თავიდან უკრაინა დაწინაურდა, მაგრამ სერბეთმა სამჯერ გაათანაბრა (1:1; 2:2; 4:4) და მე-12 წუთზე წინაც გავიდა – 5:4. მას მერე სერბებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ხოლო მათმა მეკარემ კატარინა მიტროვიჩმა ურთულესი დარტყმები მოიგერია. პირველი ტაიმი დასრულდა 14:8 სერბეთის სასარგებლოდ.
შესვენების შემდეგ სერბეთმა გაზარდა თავისი უპირატესობა. საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა: 33:20
სერბეთმა ნახევარფინალში გაინაღდა ადგილი.
სერბთაგან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მეკარე კატარინა მიტროვიჩი, ხოლო უკრაინელთაგან მარცხენა ინსაიდი ანა ჰავავკა.
ჟივოინ მაკშიჩი, სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ჩვენმა გუნდმა კვლავ კარგ შედეგს მიაღწია. ახლა ხვალინდელი მატჩისთვის და ნახევარფინალებისთვის მოვემზადებით. იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის ბოლომდე ისევე კარგად ვითამაშებთ, როგორც აქამდე ვთამაშობდით.
კატარინა მიტროვიჩი, მატჩის საუკეთესო მოთამაშე, სერბეთი: პირველი ტაიმი არ ვარგოდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენი ერთი ერთზე და კოლექტიურად კარგად ვითამაშეთ და ამან ჩვენს გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. მეტოქე კარგი გუნდი იყო, განსაკუთრებით ერთი ერთზე თამაშის დროს.