საბერძნეთმა ბულგარეთს აჯობა

თბილისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს შეხვდნენ ბულგარეთი და საბერძნეთი – 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის ბოლო ორი გუნდი. ბულგარელებს ამ თამაშამდე ორი თამაშიდან ორი წაგება ჰქონდათ, ხოლო ბერძნებს სამი თამაშშიდან ერთი ფრე და ორი წაგება.

საბერძნეთმა, რომელსაც ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლის  თეორიული შანსი აქვს, თავიდანვე ჩაიგდო ხელთ ინიციატივა. მათ მოიგეს პირველი ტაიმი 22:10.

თამაში დამთავრდა 39:30.

საბერძნეთის ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს გამთამაშებელი ავრამინა სევდილი,  ხოლო ბულგარეთიდან კვლავ მარცხენა ინსაიდი მარი ტომოვა გამოარჩიეს.

ავრამინა სევდილი (საბერძნეთი): შეჯიბრების პირველი ეტაპი გამარჯვებით დავასრულეთ. ამ მატჩისთვის კარგად ვიყავით მომზადებული. საკუთარ გეგმას მივსდიეთ. გვინდოდა, რომ მას ემუშავა და იმუშავა კიდეც. ახლა მეორე ეტაპისათვის ვართ მზად და ვიმედოვნებთ, რომ ჯამში შეჯიბრებით კმაყოფილები დავრჩებით.

მარია ტომოვა (ბულგარეთი): ამ შეხვედრას 10 ქულიდან 5-ს დავუწერდი, რადგან ჩემი თანაგუნდელები ცუდ ფორმაში იყვნენ.

Leave a Reply