შვეიცარიის იოლი გამარჯვება

17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის მესამე დღის ბოლო შეხვედრა გახლდათ „ბ“ ჯგუფის მატჩი: ფინეთი – შვეიცარია. შვეიცარიამ პირველ დღეს მოიგო, მეორე დღეს კი დაისვენა. ამ მატჩამდე ფინეთსაც მხოლოდ ერთი თამში ჰქონდა ჩატარებული, რომელიც საქართველოსთან წააგო.

ვინაიდან შვეიცარია ჯგუფისა და მთელი შეჯიბრების ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, არავის გაკვირვებია, რომ მე-9 წუთისთვის მას უკვე დიდი უპირატესობა ჰქონდა – 7:0. მე-15 წუთისთვის აანგარიში იყო 12:2, პირველი ტაიმი კი დამთავრდა 25:5.

შეხვედრის ანგარიშია: 42:15

საუკეთესო მოთამაშეებად ორივე გუნდიდან დაასახელე მეკარეები სორაია შალერი (შვეიცარია) და სტელა ბრუნკრონა (ფინეთი).

იურგენ ფლეიშმანი, შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ძალიან კარგი თამაში იყო. მისთვის ბევრს ვემზადებოდით. ბევრი მომენტი გავუშვით ხელიდან. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. პირველ ტაიმში დაცვაში ვითამაშეთ კარგად, მეორეში კი იმდენად კარგები არ ვიყავით.

სორაია შალერი, მატჩის საუკეთესო მოთამაშე შვეიცარიიდან: დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. ძალიან იოლად გავიმარჯვეთ. დარჩენილ დღეებში კი ძალიან რთული შეხვედრები გველის.

Leave a Reply