უკრაინამ ზედიზედ მეორე მოიგო

17 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში, უკრაინამ და ბულგარეთმა მესამე დღეს მეორე შეხვედრები ჩაატარეს. უკრაინელები მეორე გამარრჯვებისთვის იბრძოდნენ, ხოლო ბულგარელები პირველისთვის.

თავიდან ინიციატივას ბულგარეთი დაეუფფლა. ის იგებდა – 3:2, 4:2, 5:3. თუმცა, მე-12 წუთისთვის უკრაინელებმა ანგარიში გაქვითეს და წინაც გავიდნენ – 6:5. ამ მომენტიდან მოყოლებული ისინი უპირატესობას ზრდიდნენ, ხოლო ბულგარელებმა მთელი 11 წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს თუნდაც ერთი გოლის გატანა. პირველი ტაიმი დასრულდა 12:9 უკრაინის სასარგებლოდ.

მეორე ნეხევარში გუნდები მეტწილად ერთმანეთს ანგარიშში წინ გავარდნის საშუალებას არ აძლევდნენ. შედეგად, უკრაინამ მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება და გაზრდაც კი. ბულგარეთზე ლიდერის, მარია ტომოვას წწითელმა ბარათმა იმოქმედა უარყოფითად.

საბოლოო ანგარიში გახლდათ 30:20 უკრაინის სასარგებლოდ.

საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს, ბულგარეთის ნაკრებიდან მარცხენა ინსაიდი მარია ტომოვა, ხოლო უკრაინელთაგან გამთამაშებელი ანასტასია ბონდარენკო.

მარია ტომოვა: ვფიქრობ, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. კარგად ვითამაშეთ დაცვაშიც და თავდასხმაშიც. მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა. მატ ყველა ასპექტში შესანიშნავად იმოქმედეს და ალბათ, სწორედ ამიტომ მოგვიგეს.

ლუბოვ ფედორენკო, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: დღევანდელი მატჩი წინას გაცილებით სჯობდა, მაგრამ სპურტი ვერ მოვახერხეთ და ამდენად წინ კიდევ ბევრი მუშაობა გველის. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

Leave a Reply