პირველი ფრე ჩემპიონატზე

17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის „ა“ ჯგუფში ფარერის კუნძულელთა ნაკრები საბერძნეთთან თამაშს წინა შეხვედრებში ერთი მოგებითა და ერთი მარცხით შეხვდა. ბერძნებს პირველ ორ ტურში წაგებები ჰქონდათ.პირველი ტაიმი დაბალანსებული გამოდგა. მეტოქეები ერთმანეთს დიდი უპირატესობის ხელში ჩაგდების საშუალებას არ აძლევდნენ. მცველები მოწინააღმდეგე გუნდების თავდამსხმელებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ. შესანიშნავად თამაშობდა ბერძნების მეკარე სუმელა კუციმანი.

პირველი ტაიმი დამთავრდა 11:9 საბერძნეთის გამარჯვებით.

შესვენების შემდეგ საბერძნეთი აგრძელებდა მეტოქეზე ზეწოლას, მაგრამ კუნძულელები არ დანებდნენ და მე-19 წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – 19:19.

თამაშის ბოლო 11 წუთი განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. ფარერელები ინარჩუნებდნენ ერთ-ორ გოლიან უპირატესობას, მაგრამ ბერძნებმა თავი ხელში აიყვანეს და საბოლოოდ გაათანაბრეს ანგარიში – 23:23.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს, ფარერელთა მხრიდან მარია პალსდოტირი (მარჯვენა გარემარბი) და ბერძენთაგან ხაზის მოთამაშე ელენი დამასკუ.

ჰანს ანდრეას მიდიორდი, ფარერის კუნძულების ნაკრების მთავარი მწვრთნელი: პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ბევრი სროლა ავაცილეთ მიზანს. მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო. ბერძნებს შესანიშნავი მეკარე ჰყავდათ და მთელი გუნდიც კარგად თამაშობდა. ჯერჯერობით სატურნირო მღელვარებამ მაინც არ გადაგვიარა. მეორე ტაიმში მეტოქეზე ჩქარა ვთამაშობდით.

კრისტინა პანუსი, N9, საბერძნეთი: ძალიან კარგი თამაში იყო. მაქსიმუმი გავაკეთეთ, განსაკუთრებით თამაშის ბოლოს. შემდეგ შეხვედრაში მეტი ყურადღებით ვითამაშებთ, რათა მოვიგოთ.

Leave a Reply