სერბეთის მეორე გამარჯვება
17 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს, A ჯგუფში, ერთმანეთს შეხვდნენ საბერძნეთი და სერბეთი. პირველ დღეს სერბებმა მოუგეს ფარერის კუნძულებს 30:26, ხოლო ბერძნებმა 18:19 წააგეს უკრაინასთან.
თამაში მაღალ ტემპში დაიწყო. გუნდები დაცვაში კარგად თამაშობდნენ და სერბებმა პირველი ორი გოლის გატანა მხოლოდ მე-4 და მე-7 წუთებზე მოახერხეს. მე-10 წუთისთვის სერბეთი იგებდა 3:2-ს. მე-14 წუთისთვის საბერძნეთმა გაათანაბრა – 4:4, მაგრამ მეკარე კატერინ მიტროვიჩის დახმარებით სერბეთი არ გატყდა და ტაიმი გამარჯვებამდე მიიყვანეს – 10:7.
მეორე ტაიმის პირველ 5 წუთში გოლი არ გასულა. თანდათანობით სერბებმა ჩაიგდეს ხელთ უპირატესობა, ბერძნებმა კი მეექვსედან მეცხრამეტე წუთამდე გოლი ვერ გაიტანეს. საერთოდაც, მათ მეორე ტაიმში მათ მხოლოდ 3 გოლი შეაგდეს.
საბოლოოდ თამაში დამთავრდა სერბეთის გამარჯვებით 24:13
სერბთაგან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარცხენა გარემარბი ტაამარა კოჩიჩი, ხოლო ბერძენთაგან მეკარე სუმელა კუციმანი.
ელენი დამასკუ, საბერძნეთის ნაკრების 26 ნომერი: თამაში რთული გამოდგა. მეტოქე გვჯობდა. ყველა ღონე ვიხმარეთ, მაგრამ რა გაეწყობა. ხვალ ყველაფერი თავიდან დაიწყება, ჩვენ შევეცდებით მეტად მოვინდომოთ და მოვიგოთ.
ტამარა კოჩიჩი, მატჩის საუკეთესო მოთამაშე სერბეთიდან: მეტოქეს კარგი თამაში მინდა მივულოცო. ჩვეენმა გუნდმა დაცვაში დიდებულად ითამაშა, რითაც ვამაყობ.
მარკო კრისტიჩი, სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: შედეგი ძალიან კარგი იყო, გოგნებმა კარგად ითამაშეს. იმედი გვაქვს, რომ ჩემპიონატის ბოლომდე ასე გავაგრძელებთ.