
ლიეტუვამ ლატვიას მოუგო
17 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ლატვია შვეიცარიის ძლიერ გუნდთან დამარცხდა (20:39), ხოლო ლიტვამ ტურნირის მასპინძელ საქართველოს მოუგო 28:19. ამდენად, დღევანდელი ტამაში ბალტიელი მეზობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ლიტვა იმთავითვე დაწინაურდა და მე-10 წუთისთვის 5:0-ს იგებდა. პირველი ტაიმი დამთავრდა 14:8.
მეორე ნახევარი ისეთივე მშვიდი იყო, როგორიც პირველი. ლატვია ცდილობდა მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ერთხელაც ვერ გაქვითა ანგარიში.
თამაში დამთავრდა ლიტველთა გამარჯვებით 28:18.
ლიტველთაგან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ვაკარე დამილევიჩუტე (მარცხენა ინსაიდი), ხოლო ლატვიელთაგან საუკეთესო იყო გამთამაშებელი ლეტისია ვეინბერგა.
ლარისა ვეინბერგა, ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ჩვენ კარგად ვერ ვითამაშეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით. მეტოქემ კარგად იცოდა ჩვენი თამაში და გვჯობდა.
ვაკარე დამულევიჩუტე, ლიეტუვის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე: კარგი თამაში გამოვიდა. მოთამაშეები გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა. ჩვენ რამდენიმე მოთამაშე დაშავებული გვყავდა, მაგრამ მწვრთნელებმა ამ შეხვედრისთვის ჩვენი ძლიერად მომზადება მოახერხეს.