ბულგარეთმა პირველი თამაში წააგო
17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს, A ჯგუფში საქმეში ჩაერთო ბულგარეთი.მისი მეტოქე გახლდათ ფარერის კუნძულები, რომელმაც წინა დღეს სერბეთთან წააგო 26:30.
კუნძულელებმა პირველივე წამებიდან იგდეს ხელში უპირატესობა და პირველი ტაიმის მე-15 წუთისთვის იგებდნეენ 13:3-ს. შესვენებამდე ისინი რამდენჯერმე იყვნენ წინ 10 გოლიანი უპირატესობით, თუმცა ტაიმი დამთავრდა ანგარიშით 18:12.
შესვენების შემდეგ ფარერებმა უპირატესობა არ გაუშვა ხელიდან, პირიქით გაზარდა ის და საბოლოოდ მოიგო 37:20.
ფარერელთა მხრიდან შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარჯვენა ინსაიდი ელზა ეგჰოლმი, ხოლო ბულგარელთაგან მარცხენა ინსაიდი სიმონა პეტროვა.
ელზა ეგჰოლმი: რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენ თავმობმული, მუშა გუნდი ვართ და ვფიქრობ, ამიტომაც გავიმარჯვეთ ასე იოლად.
პანჩევა პეტია, ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი: დაცვაში ცუდად ვითამაშეთ და შეტევაშიც ბევრი შეცდომა დავუშვით. ახლა მონდომებით ვიმუშავებთ შემდეგ შეხვედრაში უფრო კარგად რომ გამოვიდეთ.