ჩემპიონატი სერბეთის გამარჯვებით დაიწყო
თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო გოგონათა ევროპის ჩემპიონატი. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს სერბეთი და ფარერის კუნძულები შეხვდნენ.
ანგარიში კუნძულელებმა გახსნენს, მაგრამ შემდეგ სერბები გავიდნენ წინ. შესვენებამდე მათი მაქსიმალური უპირატესობა ოთხგოლიანი იყო, თუმცა მეტწილად 1-2 გოლით იყვნენ წინ. პირველი ტაიმი დამთავრდა 13:11.
მეორე ტაიმის შუაში სერბებმა უპირატესობა გაზარდეს.. მათ შორის გამოირჩეოდა მარცხენა ინსაიდი ალეკსანდრა კრსტიჩი, რომელმაც 12 გოლი გაიტანა. სწორედ ის დაასახელეს სერბეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ.
ფარერელთაგან საუკეთესოდ დაასახელეს 7 გოლი ავტორი, გამთამაშებელი იანა მიტუნი.
შეხვედრა დასრულდა 30:26.
მარკო კრისტიჩი, სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: გამარჯვებით კმაყოფილები ვართ. ძალიან კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ შედეგი საჩვენო გამოვიდა – ტურნირის პირველი თამაში მოვიგეთ. შევეცდებით, შემდეგი შეხვედრა უკეთ ჩავატაროთ.
ჰანს ანდრიას მიდიორდი, ფარერის კუნძულების მთავარი მწვრთნელი: ჩვენი ძალა კონტრშეტევაშია, მაგრამ ჩემი მოთამაშეები დღეს ცოტა არ იყოს ნერვიულობდნენ, რადგან სერბეთი ძლიერი გუნდია. ჩვენ 50 ათასი ვართ, ისინი 7 მილიონი, ამიტომ, ჩვენები ზედმეტს ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მართალია, პირველ ტაიმში კონტრშეტევით ერთი გოლიც ვერ გავიტანეთ, მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ კარგი დასაწყისი გვქონდა. ახლა, მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ შეხვედრაში უკეთ ვითამაშოთ.