შვეიცარიამ შთაბეჭდილება მოახდინა

17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის მეორე შეხვედრა „ბ“ ჯგუფში გახლდათ შვეიცარია – ლატვია, რომელიც მოიგეს შვეიცარიელებმა 39:20
ამ შეხვედრაში პირველივე წუთიდან გამოჩნდა, ვინ მოიგებდა. შვეიცარიელები მეტოქეს ბევრი პარამეტრით სჯობდნენ. სავარაუდოდ, ისინ „ბ“ ჯგუფის ფავორიტები არიან, სადაც მათ და ლატვიელთა გარდა გამოდიან ლიეტუვა, საქართველო და ფინეთი.

პირველი ტაიმი დამთავრდა 20:10.

შვეიცარიის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარჯვენა ინსაიდი მალი ალტჰეერი, ხოლო ლატვიელთაგან  აირჩიეს მარცხენა  ინსაიდი მადარა ციბულსკა.

ლარისა ვეინბერგა, ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:ძალიან ძნელი თამაში გვქონდა, რადგან მხოლოდ 13 მოთამაშით ვიყავით. ჩვენი გოგოები შვეიცარიელებზე ტანმორჩილები არიან. მეტოქე სიმაღლით და სისწრაფით გვჯობდა.

იურგენ ფლეშმანი, შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: კონტრშეტევებზე მართლა ძალიან კარგად ვითემეშეთ, თუმცა ბევრი შეცდომაც დავუშვით. ვფიქრობ, ჩემი გოგოები მეტოქეზე სწრაფები და ღონიერები იყვნენ.

Leave a Reply