დაძაბული თამაში

A ჯგუფის მეორე თამაში უკრაინასა და საბერძნეთს შორის ნერვიულად დაიწყო — მე-7 წუთზე ანგარიში იყო 2:0 უკრაინის სასარგებლოდ, ხოლო მე-14 წუთზე კვლავ მხოლოდ 2:1 გახლდათ. ორივე გუნდი დიდ ყურადღებას აქცევდა დაცვას.
შემდეგ უკრაინამ სხვაობის გაზრდა მოახერხა — 5:1. მერე ანგარიში მთელი 5 წუთის განმავლობაში 9:4-ზე გაიჭედა, მაგრამ პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში გახლდათ 11:5.

შესვენების შემდეგ გუნდებს გოლები უფრო იოლად გაქონდათ. მეორე ტაიმის შუაში ანგარიში იყო 18:12 რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე გუნდმა 7-7 გოლი შეაგდო.

24-ე წუთისთვის ყოჩაღმა საბერძნეთმა სხვაობა ერთ გოლამდე შეამცირა — 18:17. შემდეგ იყო 19:18 და ბოლოს — 19:18.

უკრაინელთაგან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს დიანა დმიტრიშინი (მარჯვენა გარემარბი), ბეძენთაგან კი მარჯვენა ინსაიდი ვაია ამვროსიადუ.

ლუბოვ ფედორენკო, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ბევრი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, რაც ჩვენი დიდი ნაკლი გახლდათ. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩის მომზადებისას გარკვეული პრობლემური დეტალები გვქონდა, მაინც თავიდანვე მოვახერხეთ საგოლე მომენტების შქმნა.

ალექსანდროს ტარინიდისი, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა პირველ ტაიმში ვერ ითამაშა კარგად. მდგომარეობის შეცვლა მეორე ტაიმში ვცადეთ. ვინ იცის, მთელ შეხვედრაში ისე რომ გვეთამაშა, როგორც მეორეში, მოგვეგო კიდეც.

Leave a Reply