იურგენ ფლიშმანი, შვეიცარიის მწვრთნელი

– როგორ მიდის მოსამზადებელი პერიოდი?
– მზადების პროცესი აქამდე კარგად მიმდინარეობდა.  საქართველოში ჩამოსვლის წინ ბოლო ეტაპი ბაქოში 2019 წლის ევროპის ახალგაზრდული თამაშები გახლავთ.

რით არის მნიშვნელოვანი კარსმომდგარი ჩემპიონატი?
– ჩემპიონატი ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გამორჩეული მოვლენაა და აქედან გამომდინარე ის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება გახლავთ. ის აგრეთვე წლის მთავარი მოვლენაა შვეიცარიის ხელბურთის ფედერაციისთვისაც, რადგან 2021 წლის 17 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობა გვეძლევა.

– როგორ აფასებთ თქვენი გუნდის შანსებს?
– პირველი ადგილისთვის ბრძოლას ვაპირებთ და ვიმედოვნებთ, რომ ამის კარგი შანსი გვაქვს. ჩვენ 2002-03 წლებში დაბადებულთა ძალიან ნიჭიერი თაობა გვეზრდება, მაგრამ სხვა გუნდებსა და მათ დონეს არ ვიცნობთ, ამიტომაც პროგნოზირება ძნელია.

– დაასახელეთ 3 გუნდი, რომელთაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
– წინასწარმეტყველება ძნელია, რადგან გუნდების უმრავლესობას ჯერ ოფიციალური თამაშები არ ჩაუტარებიათ. ველით, რომ სერბეთსა და უკრაინას ტრადიციულად ძლიერი გუნდები ეყოლებათ. ფინეთის გუნდი ფიზიკურად ძლიერია. რასაკვირველია, ჩვენს გუნდსაც ლიდერთა შორის ვხედავთ.

Leave a Reply