მარკო კრისტიჩ, სერბეთის მწვრთნელი
– რით არის მნიშვნელოვანი კარსმომდგარი ჩემპიონატი?
– სერბეთის ნაკრებისთვის მოახლოებული ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში ჩატარდება, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევეცდებით შეჯიბრებაში უმაღლესი ადგილი დავიკავოთ.პირველ ადგილზე გავიდეთ და A დივიზიონში დავბრუნდეთ.
– როგორ აფასებთ თქვენი გუნდის შანსებს?
– გოგონათა ამ თაობისთვის ეს პირველი შეჯიბრებაა, ასე რომ შანსებზე დარწმუნებით ვერ ვილაპარაკებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა იმ სისტემის დანერგვაა, რომელსაც სერბეთის ქალთა მთავარი ნაკრები იყენებს და ამის შემდეგ, უკვე წარმატებაზე ფიქრსაც შევძლებთ.
– როგორ მიდის მოსამზადებელი პერიოდი?
– შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო რომ გვქონოდა სეზონისწინა შეკრება 28 ივნისს დავიწყეთ. საქმეში ჩართულია სერბეთის ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბი. ძალიან მნიშვნელოვანია სერბეთის ხელბურთის ფედერაციის მხარდაჭერაც, რომელმაც სამუშაოდ კარგი პირობები შეგვიქმნა. ყველა მოთამაშე მონდომებული ვარჯიშობს და მოუთმენლად ველით შეჯიბრების დაწყებას.
– დაასახელეთ 3 გუნდი, რომელთაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
– მედალოსნების წინასწარმეტყველება უმადური საქმეა. ფაქტია, რომ ყველა გუნდი შეეცდება მაქსიმუმი გაიღოს, გაანსაკუთრებით მოინდომებს მასპინძელი საქართველო. ჩვენ შევეცდებით ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა უმაღლესი ადგილი მოვიპოვოთ.