ფედორენკო ლუბოვ, უკრაინის მწვრთნელი

– როგორ აფასებთ თქვენი გუნდის შანსებს?
– ყველა შეხვედრა 0:0-იდან იწყება. გამარჯვების შანსი თავიდან ყველა გუნდს ერთნაირი აქვს. მთავარი უფრო გამარჯვების რწმენაა. მე მჯერა, ჩვენ გვჯერა, მთელს ქვეყანას სჯერა. ჩვენ გამარჯვებას ვაპირებთ.

რით არის მნიშვნელოვანი კარსმომდგარი ჩემპიონატი?
– ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების უმეტესობა დიდ სპორტში გადასვლის მოახლოებასთან ერთად კარიერას ასრულებს. კარსმომდგარი ჩემპიონატი კი მათ აჩვენებს, რას უნდა ელოდნენ მომავალში და მისცემს მოტივაციას მონაწილეობა მიიღონ რაც შეიძლება მეტ ჩემპიონატსა და შეჯიბრებაში უმაღლეს დონეზე.

– როგორ მიდის მოსამზადებელი პერიოდი?
– ჩვენი სამწვრთნელო შტაბის ამოცანა გოგონების არა მხოლოდ ფიზიკურად და ტაქტიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად და ანალიზურად მომზადებაცაა. მეტიც, თითოეული ამ ასპექტთაგანი თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ.

– დაასახელეთ 3 გუნდი, რომელთაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
– სამი ფავორიტი ისინი იქნებიან, ვინც ყველაზე უკეთ მოემზადება ფიზიკურად, ტაქტიკურად, ფსიქოლოგიურად და ანალიზურად.

 

 

Leave a Reply