
სიახლეები
ლარისა ვეინბერგა, ლატვიის მწვრთნელი
– რით არის მნიშვნელოვანი კარსმომდგარი ჩემპიონატი?
– ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეებისთვის ჩვენი ქვეყნის სახელით საერთაშორისო, ოფიციალურ შეჯიბრებაში მონაწილეობა ძლიერი მოტივაცია და დიდი პატივია.
ამ შეჯიბრებებში ახალგაზრდა სპორტსმენები თავიანთ შესაძლებლობებს ამჟღავნებენ და შეუძლიათ სხვა გუნდებთან შედარებით თავიანთი მომზადების დონე შეაფასონ. ინტენსიურ თამაშებში გუნდის ხასიათი იწრთობა, ვითარდება პატრიოტიზმი და ერთსულოვნების შეგრძნება.
– როგორ აფასებთ თქვენი გუნდის შანსებს?
– იმედი გვაქვს, რომ მეხუთე ადგილზე გავალთ.
– როგორ მიდის მოსამზადებელი პერიოდი?
– საქართველოში ჩემპიონატზე ჩამოსვლამდე ლატვიაში ორი საწვრთნელი შეკრება გავიარეთ.
– დაასახელეთ 3 გუნდი, რომელთაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
– ბულგარეთი, სერბეთი და ლიტვა.