Saqartvelo

ინა ჭკუასელი, საქართველოს მწვრთნელი

რით არის მნიშვნელოვანი კარსმომდგარი ჩემპიონატი?
– გამომდინარე იქიდან, რომ ხელბურთი ევროპაში ძალზედ  პოპულარული სპორტია, ვფიქრობ ეს ჩემპიონატი დაგვეხმარება ქალთა ხელბურთის პოპულარიზაციაში.  ჩვენთვის, როგორც მასპინძელი გუნდისთვის ამ ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი პატივია წარსდგე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია მოთამაშეების გავითარებისა სათამაშო დონის ასამაღლებლად.

– როგორ აფასებთ თქვენი გუნდის შანსებს?
– საქართველოს ნაკრები თითოეული მატჩისთვის მაქსიმუმს გაიღებს. გულშემატკივარს მოედანზე ბოლომდე ბრძოლას ვპირდებით, რაც დადებით შედეგამდე  მიგვიყვანს.

– როგორ მიდის მოსამზადებელი პერიოდი?
– ჩემპიონატამდე რამდენიმე თვით ადრე მოვახერხეთ ამ ასაკის ნაკრების ოპტიმალუტრი შემადგენლობის შეკრება. გარკვეული პერიოდი გვეხმარებოდნენ სერბეთიდან და საბარძნეთიდან მოწვეული მწვრთნელები. ჩვენ ერთად გავიარეთ წინასაჩემპიონატო სამზადისი, რითაც კმაყოფილები ვართ.

დაასახელეთ 3 გუნდი, რომელთაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
ჩემი აზრით ჩემპიონატი ძალზედ დაძაბულად და სანახაობრივად წარიმართება. ყველა გუნდი იბრძოლებს გამარჯვებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფ სერბეთს და შვეიცარიას.

Leave a Reply